"ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, ისევ დავხოცავდი" - ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა დანაშაული აღიარა
ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა დანაშაული აღიარა - თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე აღკვეთი ღონისძიების სხდომაზე ბრალდებულმა მოსამართლეს სიტყვით მიმართა.
მე პოზიციას დავაფიქსირებ, რომ ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, ისევ დავხოცავდი. ჩემმა საყვარელმა მეუღლემ და მეგობარმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს. ეს ყველაფერი მე მოვისმინე. ახლა რაღა აზრის აქვს რამეს. ჯერ ცოლს ვესროლე და შემდეგ მეგობრებს", - თქვა ბრალდებულმა.
ზვიად ზურაბაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, 28 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა ცოლ და ბავშვობის ორი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.