მკვლელობა ბორჯომში - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია შავი ბერი

07.08.21 02:33
 მკვლელობა ბორჯომში - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია შავი ბერი

რა მოხდა ბორჯომში - "პირველებმა" სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები გაარკვია. ტვ პირველის  წყაროს ინფორმაციით, ლევან ნამგალაძის მკვლელობის საქმეზე სასულიერო პირი, შავი ბერი მამა ანტონია დაკავებული. ის პოლიციას თავად ჩაბარდა. წყარო ამბობს, რომ  კრიმინალური ავტორიტეტი და მამა ანტონი ბაშვობის მეგობრები იყვნენ და მათ წარსულში კონფლიქტი არ ჰქონიათ.

წყარო ასევე, ამბობს, რომ ავდაპირველად იარაღიდან გასროლა ლევან ნამგალაძემ განახორციელა, ხოლო შემდეგ ის მამა სასულიერო პირმა დაჭრა. 

სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით ადგილობრივები ვრცლად არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მას შემდეგრაც სასულიერო პირმა კრიმინალური ავტორიტეტი დაჭრა, საავადმყოფომდე თავად მიიყვანა. 

არსებობს ინფორმაცია, რომ მამა ანტონის გარდა დაკავებულია კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც სისხლიანი გარჩევის უშუალო მონაწილეები არიან, თუმცა გომელაურის უწყება აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. 

მსგავსი სიახლეები