რუსული კანონის მსხვერპლი - ფონდი "სიკეთის რევოლუცია" ფუნქციონირებას წყვეტს

30.08.24 20:36
რუსული კანონის მსხვერპლი - ფონდი "სიკეთის რევოლუცია" ფუნქციონირებას წყვეტს

 

 

რუსული კანონის პირველი მსხვერპლი - ფონდი "სიკეთის რევოლუცია" ფუნქციონირებას წყვეტს. თვითლიკვიდაციის გადაწყვეტილება არასამთვარობო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც მას უკვე კანონით უწევდა აგენტად დარეგისტრირება. ეს კი მიუღებელია იმ ფონდის დამფუძნებლებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდა. 3 წლიანი მუშაობის პერიოდში ფონდის ბენეფიციარო 400-მდე ოჯახი იყო.

"ორგანიზაციის გაუქმებაში 208 ლარი გადავიხადეთ, არადა ამ თანხით კიდევ ერთ ოჯახს დავეხმარებოდით" - წერს ფონდის ხელმძღვანელი, რომელმაც აგენტების რეესტრში რეგისტრაციას საქველმოქმედო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ამჯობინა. თუმცა, ის გამონაკლისი არ არის.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ  კიდევ ერთი არასამთავრობო აჩერებს მუშაობას. ორგანიზაცია, რომელიც ცხოველებს ეხმარებოდა, რუსული კანონის გამო იძულებულია ფუნქციონირება შეწყვიტოს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.