სოფელი მარადიდი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა - მოსახლეობა დახმარებას უშედეგოდ ითხოვს

30.08.24 20:41
სოფელი მარადიდი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა - მოსახლეობა დახმარებას უშედეგოდ ითხოვს

 

 

მაღალმთიანი აჭარის სოფელ მარადიდში ათობით ოჯახი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშეა. ცხოვრება ადამიანებს, პრაქტიკულად, წყლით დაფარულ ზონაში უწევთ. დატბორილია წინაპართა საფლავებიც კი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი სოფელში არსებულია ჰესია. კომპანიამ მშენებლობის შემდეგ ვალდებულებები არ შეასრულა და მოსახლეობა დიდი საფრთხის წინაშე  პირისპირ დატოვა.

ეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანებზე ძალადობის ნათელი მაგალითია, - ამბობდნენ დღეს მარადიდში ჩასული კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები. პოლიტიკოსები, რომლებმაც  საკუთარი თვალით ნახეს სოფელში არსებული მდგომარეობა და ესაუბრნენ ადგილობრივებს, გაოცებას ვერ მალავდნენ. "ასეთ შემზარავ ამბავს არ ველოდით" - თქვეს ოპოზიციის ლიდერებმა. მოსახლეობა წლებია დახმარებას ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.