სროლა “ქართული ოცნების“ დეპუტატის დაბადების დღეზე (ვიდეო)
სროლა “ქართული ოცნების“ დეპუტატის დაბადების დღეზე. შემთხვევა ქვემო ქართლში მოხდა, კადრები რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, დეპუტატ სავალან მირზოევის დაბადების დღეს ასახავს. წყარო “პირველებს“ უყვება, რომ იუბილეზე, სპეციალური მოწვევით მომღერალთა ჯგუფი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. ვიდეომასალაში სწორედ ის მომენტია ასახული, როდესაც სიმღერის შესრულების დროს რამდენიმე გასროლის ხმა ისმის.
წყარო “პირველებს“ უყვება, რომ “ქართული ოცნების“ დეპუტატის, სავალან მირზოევის დაბადების დღეს “ქართული ოცნების" მაღალჩინოსებიც ესწრებოდენ, მათ შორის, ცოტა ხნის წინ სკანდალში გახვეული გიორგი შინჯიკაშვილი.