საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც რუსული კანონის საჩივარი განიხილება, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის წერილი წაიკითხა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონფლიქტის ზონაში მყოფ პირებს უწევს დახმარებას, სიტუაცია დაიძაბა.
წერილში აღნიშნული იყო, რომ მისი ორგანიზაცია ვერ მოახერხებს დარეგისტრირებას, რადგან იმ პირებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, არ სურთ, მათი პერსონალური მონაცემები გახდეს საჯარო,მათ მიმართ სხვადასხვა საფრთხის არსებობის გამო.
პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განმარტა, თუ რატომ უნდა მიეცეთ საშუალება ორგანიზაციებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება თავისუფლად გაუწიონ.
ბატონ ბექასრამდენიმე დღის წინ გაკრიტიკებული ჰყავდა არასამთავრობო ორგანიზაციები ფეისბუკ-პოსტში იმის გამო, რომ ისინი იცავდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი პირების უფლებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ითანამშრომლონ კონფლიქტის ზონაში მყოფ პირებთან. აქ არის მნიშვნელოვანი ნდობა და მათ შეიძლება არ ჰქონდეთ ნდობა სახელმწიფოსთან. მშვიდობის აღდგენის პროცესები სწორედ ამას გულისხმობს, ასეთი ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული. ზოგჯერ, კონფლიქტის ზონაში მყოფ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ წუხილი, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფოს ხელში არ აღმოჩნდეს. ეს ორგანიზაციები საქართველოს სახელმწიფოსთან მშვენივრად თანამშრომლობენ, სახელმწიფოს ასეთ ორგანიზაციებთან ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, განახორციელონ ის პროექტები, რომელსაც წლებია, ახორციელებენ. ეს ღონისძიებები გულისხმობს იმას, რომ, შეიძლება, მათ ნდობა არ ჰქონდეთ საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიმართ,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბრეგაძის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები დადაანაშაულეს იმაში, რომ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ საჩივრებში, ქართულ ჯარს აბრალებდნენ "ცხინვალის დაბომბვას".
ცხინვალის დაბომბვის დაბრალებით უნდა აღადგინოთ ნდობა ამ ადამიანებთან? რას ითხოვთ სასამართლოსგან, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ცხინვალი ქართველმა ჯარისკაცებმა დაბომბეს? ქვეყნის ინტერესებით ნუ ითამაშებთ, ძალიან გთხოვთ და სუვერენიტეტს ნუ შეეხებით! ცხინვალის დაბომბვას რომ დააბრალებთ ჩვენს ჯარისკაცებს, ეგ არის ძალიან წითელი ხაზი!“ - მიმართა ძამაშვილმა ბურჯანაძეს.
რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, დილის 11 საათიდან გაგრძელდება.