რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის 17 მოქალაქე რამდენიმე კვირაა საქართველოს საზღვარზეა გაჭედილი - მედია

31.08.24 10:25
რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის 17 მოქალაქე რამდენიმე კვირაა საქართველოს საზღვარზეა გაჭედილი - მედია

საქართველოს საზღვარზე რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის 17 მოქალაქე რამდენიმე კვირაა სარდაფში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს.

Ukrainska Pravda-ს ცნობით, დეპორტირებულები ერთი თვეა ზემო ლარსის საგუშაგოზე შიშველ კედლებში ცხოვრობენ და გარეთ გასვლის უფლებაც კი არ აქვთ. დეპორტირებული უკრაინელების ნაწილი საქართველოს საზღვართან, რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიებიდან მოხვდა, ნაწილი კი “საიმიგრაციო კანონების დარღვევის” გამო. საქართველო მათ ქვეყნაში არ უშვებს და ამიტომ სანამ საკითხი არ გაირკვევა, ცხოვრება უმძიმეს პირობებში უწევთ.