უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში ლეგიტიმურია – სტოლტენბერგი
"უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს უფლება საზღვარზე არ ჩერდება" - ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში ლეგიტიმურია. სტოლტენბერგმა აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანულ ყოველკვირეულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ისაუბრა.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ჯარის წინსვლა რისკის შემცველია, თუმცა, კიევის გადასაწყვეტია, როგორ განახორციელებს სამხედრო ოპერაციებს.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ ოპერაცია მიზნად ისახავს ბუფერული ზონის შექმნას, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის შემდგომი თავდასხმები საზღვრიდან. როგორც ყველა სამხედრო ოპერაცია, ამასაც თან ახლავს რისკები. მაგრამ უკრაინის გადასაწყვეტია როგორ დაიცვას თავი". - თქვა მან.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს.
594 ტყვე, 100-მდე დასახლებული პუნქტი, 1294 კმ² – ასეთია სირსკის ცნობები კურსკის ოპერაციაზე