გამოყენებული საკვანძო ცნებები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა - ენათმეცნიერი

31.08.24 11:52
გამოყენებული საკვანძო ცნებები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა - ენათმეცნიერი

გამოყენებული საკვანძო ცნებები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა -  ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში ენათმეციერმა, მანანა ბერიძემ განაცხადა, რომელიც სხდომაზე სპეციალისტის სახითაა მიწვეული და კანონში გამოყენებულ ტერმინოლოგიაზე საუბრობს.

უცხოური და უცხო ძალა, გავლენა, ინტერესი, გამტარებელი, უცხოური ინტერესები, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია შესწავლილი იქნა ლექსიკოგრაფიული და ტრადიციული მეთოდით და შერჩეულ ტერმინთა და შესიტყვებათა კვლევა ადასტურებს, რომ კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა.

დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამატებითი მოდიფიკატორით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კონტექსტით არის შესაძლებელი", - განაცხადა ენათმეცნიერმა.