ავარია გურჯაანში - გარდაცვლილია ტაქსის მძღოლი
ავარია გურჯაანში - გარდაცვლილია ტაქსის მძღოლი.
ადგილობრივების თქმით, გვიან ღამით სოფელ ჩალაუბნის მიმდებარედ ტაქსის მძღოლს მგზავრები გადაჰყავდა, თუმცა მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მგზავრი საავადმყოფოშია მოთავსებული.