„ისტორიები ცვლილებებზე” - ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანაში ახალ კამპანიას იწყებს
როგორ შეიცვალა საქართველოში ათობით ადამიანის ცხოვრება ევროკავშირის ინიციატივების, დაფინანსებული პროგრამების და მხარდაჭერის გამო - ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანაში ახალ კამპანიას იწყებს.
„ისტორიები ცვლილებებზე„ ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ყველა იმ ადამიანს გააერთიანებს, ვისი ცხოვრებაც ამ პროექტების და მხადაჭერის გამო რადიკალურად შეიცვალა.
მათ შორის არიან მეწარმეები, ფერმერები, სტუდენტები, სოციალური აქტივისტები და სხვები.
კამპანიის „ისტორიები ცვლილებებზე“ დაწყება, ევროკავშირის მხარდაჭერის ფონზე, ევროკავშირსა და საქართველოს მოსახლეობას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ეტაპია. ის ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობას უდევს საფუძვლად, მათ შორის მდგრადობას და მუდმივ პროგრეს.