აქცია კახეთში - მევენახეები ყურძენზე დაწესებულ ფასს აპროტესტებენ
მევენახეების აქცია კახეთში - სოფელ ბაკურციხესთან ასამდე ფერმერი შეიკრიბა, რომლებიც ყურძნის ფასის მომატებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ მათ ყურადღება მიაქციოს და ყურძნის ფასი გაზარდოს.
ადგილობრივების თქმით, მათ სახელმწიფო ერთ კილოგრამ რქაწითელში 1.05 ლარს სთავაზობს, ხოლო საფერავზე 1.30 ლარს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნული ფასის გამო მიღებული მოსავალი გაწეულ ხარჯს ვერ ანაზღაურებს, რის გამოც ისინი ვენახის გაჩეხაზეც ფიქრობენ.
ფერმერები ადგილზ პასუხისმგებელი პირის ჩასვლას ითხოვენ, ვისაც ფასის ზრდაზე და არსებულ ვითარებაზე დაელაპარაკებიან.