მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი "ოცნებას" სიცრუის ტირაჟირებასა და ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს
"ქართული ოცნება" ახალ სკანდალში ეხვევა - ივანიშვილის გუნდს სიცრუის ტირაჟირებასა და ხალხის მოტყუებაში მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი ამხელს.
- კობახიძის ადმინისტრაციამ გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ პარაოლიმპიელებს კოლოსარულ პრემიებს გადასცემდნენ
თუცმა ირკვვეა, რომ ეს ფულადი ჯილდო სპორტმენებს კანონით ისედაც ეკუთვნოდათ. ამის შესახებ მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი ბესიკ ლეკიაშვილი სოციალურ ქსელში ალაპარაკდა.
სპორტსმენი ამბობს, რომ ეს თანხა გასულ წლებთან შედარებით არა გაზრდილი, როგორც ამას "ოცნება" ამტკიცებს, არამედ შემცირებულია.
მსოფლიოზე ვიყავით საკმაოდ წარმატებულად. ჩამოვედით. ნახევარსაათიანი შეხვედრა გააკეთეთ ჩვენთან, რომ ფოტოები გადაგეღოთ, მეორე დღეს გამოაქვეყნეთ მთავრობის სხდომაზე და აი ეს პრემიები დაწერეთ, როგორი კაი ტიპები ხართ. ეს ისედაც ასე იყო თქვენამდე, ამაში რა არის ახალი? ეს თქვენ არ გაგიკეთებიათ, ჩემო კარგებო. ნუ ჯერ არ ჩაგვრიცხვია ეს პრემია, იმედია ჩაგვერიცხება. ეს თქვენი გაკეთებული არ არის, თქვენ ახალი გვითხარით რამე. თქვენ ხომ იმატებთ პრემიებს თქვენ ხომ ემსახურებით სპორტს, თქვენ ხომ ჩვენს გამარჯვებაში იღებთ ფულს, ჩვენ გამარჯვებაში ჩვენ მოგვიმატეთ, თქვენ კი ნუ იმატებთ და კი ბატონო, გეტყვით მადლობას. ამაზე მადლობა როგორ უნდა გითხრათ? 17 ათასი ახლა და წინა ხელისუფლების დროს აქ ეწერა 10 ათასი დოლარი. თქვენ რომ მოხვედით, დაგვაკელით ანაზრაურება", - ამბობს ბესიკ ლეკიაშვილი.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, ლეკიაშვილს "პირველები" დაუკავშირდა, თუმცა მწვრთნელი ამბობს, რომ მას წულუკიანის უწყებიდან დაუკავშირდნენ და სამინისტროში დაიბარეს. მისი თქმით, მკლავჭიდის ფედერაციაში ბევრი პრობლემაა და ამაზე სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.