ეროვნული საგანძურის შენარჩუნების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს
ეროვნული საგანძურის შენარჩუნების და გელათის ფრესკების გადარჩენის მოთხოვნით მოძრაობა "20 ივნისის" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია პერფორმანსი გამართეს.
შეკრებილების განცხადებით, ხელოვნების მუზეუმთან ერთად საფრთხეშია კულტურული შენობა-ნაგებობები. მათივე თქმით, საფრთხეშია გელათის ტაძარიც.
პროტესტის მონაწილეები გელათის ფრესკების დგომარეობის ამსახველი უცხოელი ექსპერტების მომზადებული დასკვნის გამოქვეყნებას ითხოვენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, აუცილებელია პროცესში ხელოვნების და საზოგადოების წარმომადგენლებიც ჩაერთონ.
მსგავსი სიახლეები
26.10.26 17:14
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.