სტეფანწმინდაში, მდინარე თერგში ცხედარი იპოვეს

31.08.24 16:03
სტეფანწმინდაში, მდინარე თერგში ცხედარი იპოვეს

სტეფანწმინდაში, მდინარე თერგში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უდასტურებენ.

წინასწარი ინფორმაციით, კაცი მდინარე თერგში გადავარდა. 

სტეფანწმინდაში სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.