მოსამართლე ევა გოცირიძე არ ფიქრობს, რომ რუსული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია
მოსამართლე ევა გოცირიძე არ ფიქრობს, რომ რუსული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. ლევან მურუსიძის ახლო გარემოცვის წევრმა და ისტორიული საქმის განმხილველმა მოსამართლემ ეს სკანდალური განცხადება სხდომათა დარბაზში გააკეთა, რასაც პრეზიდენტის წარმომადგენლის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ეს ყველაფერი სხდომათა დარბაზში მაშინ დაიწყო, როდესაც რუსული კანონის საქმის განხილვა მოსამართლეების კითხვებით გაგრძელდა.
კიდევაც რაღაცა კანონი რომ იქნას მიღებული საქართველოში ევროპის კავშირის კანონმდებლობისა, ეს არის პრინციპულად შეუთავსებელი წევრობასთან? 78-ე მუხლიდან, რომელცი აწესებს ზოგად ვალდებულებებს, საიდანაც არაფერი კონკრეტული არ იკითხება, რომ "ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის", უტრირება რომ გავაკეთოთ, ეს არის ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნით. აი ამაზე მეტი რა დევს ამ მუხლში. საკონსტიტუციო სასამართლომ თუ ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ პოლიტიკაში გადავიდეს, ის გადაიქცევა პოლიტიკურ ძალად და ის ჩამოყალიბდება სასამართლო ოლიგარქიადო და მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითია, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია ახალ მოდელზე უნდა ჩამოყალიბდეს, ამ ერთი კონკრეტული საქმის მიხედვით?", - განაცხადა ევა გოცირიძე.