"დასუფთავებამ წამოგვიყვანა, რომ არ წამოვსულიყავით, ალბათ, ჯარიმა იქნებოდა" - ვინ მოაბილიზა "ოცნებამ" პარტიულ შეკრებაზე
ოზურგეთის ცენტრი საჯარო მოხელეებით არის სავსე - "ოცნების" პარტიულ შეკრებაზე მეეზოვეები, პედგაოგები, მესაფლავეები და ა.შ. ყველა უწყებიდან ჩაიყვანეს. ხალხის ნაწილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსასმენად თავისი ნებით ჩამოვიდნენ, თუმცა ნაწილის თქმით, მათ ეს დაავალეს და სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს.
ლანჩხუთიდან ჩამოვედი. არვიცი რა მოლოდინი მაქვს, არვიცი ვინ ჩამომიყვანა...
დასუფთავებამ წამოგვიყვანა, აუცილებლად უნდა წახვიდეთ 31-ში ოზურგეთში და თუ არ წამოვიდოდით, ალბათ ჯარიმა იქნებოდა. მერიიდან დაგვირეკეს და დაგვავალეს. ლანჩხუთი დასუფთავების თანამშრომელი ყველა აქაა თითქმის", - ამბობენ ადგილზე შეკრებილები.
სნაიპერები, სპეცრაზმი, სახელმწიფო დაცის სამსხურის ათობით თანმშრომელი, სუსი, კრიმპოლი და კინოლოგები - ოზურგეთში ძალოვნების უპრეცედენტო მობილიზებაა.
ოცნების პარტიული ღონისძიება კონცერტით გაიხსნება, კულმინცია კი ივანიშვილის შუშის აკვარიუმიდან სიტყვით გამოსვლა იქნება.