"ჩემი აზრის პოლიციის როლში ნუ ხართ" - სიტყვიერი დაპირისპირება ეკა ბესელიასა და მერაბ ტურავას შორის
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსამართლე მერაბ ტურავამ ეკა ბესელია დისკრიმინაციულ ქმედებაში დაადანაშაულა, რასაც პრეზიდენტის წარმომადგენელმა სასამართლოს თავმჯდომარეს უთხრა, რომ გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს.
"ჩემი აზრის პოლიციის როლში ნუ ხართ" -მიმართა ბესელიამ მერაბ ტურავას.
ქალბატონო ეკა, როდესაც თქვენ საქართველოს პრეზიდენტს წარმოადგენთ და ამბობთ, ბავშვებთან როგორ შეიძლება პოლემიკაში შესვლაო, ეს არის დისკრიმინაცია", - განაცხადა ტურავამ.
მედიასთან რა განცხადებას ვაკეთებ, მიმოწმებთ და თქვენ ამის რევიზიას აკეთებთ? თქვენ ამის უფლება არ გაქვთ. თქვენი მანდატი არ არის ჩემი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა და ნუ ერევით. გუშინა რ იყავით აქ აზრის პოლიცია... ეს არ არის დისკრიმინაცია, ეს არის შეფასება, ვინ უნდა წარმოადგენდეს პარლამენტს. თქვენ ახლა არღვევთ ჩემი გამოხატვსი თავისუფლებას. ჩემი აზრის პოლიციის როლში ნუ ხართ", - უპასუხა ბესელიამ მოსამართლეს.
დღეს რუსული კანონის ოთხ გაერთიანებულ სარჩელთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა დასრულდეს. მიუხედავად არასამუშაო დროისა, მოსამართლეთა პლენუმმა ეს გადაწყვეტილება მიიღო.
ასევე უნდა ითქვას, რომ დღე ისე მთავრდება, რომ მომხსენებელ მოსამართლეს, ხვიჩა კიკალიშვილს ერთი კითხვაც კი არ დაუსვამს მხარეებისთვის.