რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციოში - ხმაურიანი პროცესის დეტალები

31.08.24 20:22
რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციოში - ხმაურიანი პროცესის დეტალები

 

მოსამართლეთა პლენუმი ჯერ სათათბიროდ არ გასულა, თუმცა მოსამართლე ევა გოცირიძემ უკვე თქვა, რომ რუსული კანონი ქვეყნის ევროპულ მომავალს არ ბლოკავს. ეს დღევანდელ პროცესზე ერთადერთი სკანდალური განცხადება არ ყოფილა. დილიდან ისტორიული პროცესი ხმაურის და ჩხუბის  ფონზე მიმდინარეობს. ვითარება კი ყველაზე მეტად მაშინ დაიძაბა, როდესაც დარბაზში მოწმედ გამოძახებულმა ენათმეცნიერმა თქვა, რომ ტერმინი - „უცხო ძალის ინტერესის გამტარებელი“ აგენტის და მოღალატის სინონიმია. მის განმარტებას პარლამენტის წარმომომადგენლის თავდასხმა მოჰყვა, იმედნად აგრესიულად, რომ მოწმის დაცვა მერაბ ტურავას მოუწია.

დეტალები ნახეთ, ნინო ელისაკშვილის რეპორტაჟში.