"სირცხვილიას" ერთ დღეში ორჯერ შეცვლილი პოზიცია
ერთ დღეში ორჯერ შეცვლილი პოზიცია და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ბუნდოვანი გადაწყვეტილება. ორგანიზაციამ, რომელიც რუსულ კანონს თვეების განმავლობაში უწყვეტად აპროტესტებდა, მოულოდნელად ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა და დაანონსა, რომ აგენტების რეესტრში რეგისტრაციას და "ოცნების" რუსული კანონის აღსულებას აპირებდა. გადაწყვეტილებას მყისიერად მამუკა მდინარაძის შექება მოჰყვა, თუმცა მალევე "ოცნების" ლიდერს სიტყვების უკან წაღება მოუწია, რადგან სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა პოზიცია შეცვალეს, ვიდეო წაშალეს, დირექტორი გადააყენეს და ისევ რუსული კანონის მოწინააღმდეგების რიგებში გადაინაცვლეს. ახლა "სირცხვილიასგან" განმარტებებს ის აქტივისტებიც ელოდებიან, ვინც მათთან ერთად წლები პროტესტის ეპიცენტრში გაატარა, თუმცა მოძრაობის წევრები არსად ჩანან და მხოლოდ წერილობით განცხადბებს ავრცელებენ.
დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.