შუქრუთში პროტესტი მწვავდება - სამმა ადგილობრივმა პირი ამოიკერა

01.09.24 14:00
შუქრუთში პროტესტი მწვავდება - სამმა ადგილობრივმა პირი ამოიკერა

სოფელ შუქრუთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სამმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, კიდევ 10 შიმშილობს. ადგილობრივები ამ ზომამდე კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" და ხელისუფლებიის გულგრილობამ მიიყვანა. შუქრუთში მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მანგანუმის მოპოვების სამუშაოები განაახლეს. ე.წ შავი ოქროს ძებნის გამო ჭიათურაში ხალხი მძიმე მდგომარეობაშია. გაჩეხეს ტყეები, განადგურდა საძოვრები, ინფრასტრუქტურა,  მანგანუმითაა დაბინძურებული სასმელი წყალი, ატმოსფერულ ჰაერში კი მძიმე მეტალების ოდენობა გაიზარდა. ადგილობრივებს მადნის მომპოვებელი სამუშაოების გამო დაენგრათ სახლები.

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ არაერთი დაპირების მიუხედავად, მათი პრობლემის მოგვარების მცდელობა არავის ჰქონია. 

მეც ამოვიკერავ, სხვა გზა არ გვრჩება. სამს აქვს ახლა ამოკერილი, ხვალ კიდევ სამი მიემატება და მერე გაგრძელდებას ასე, - ამბობს ადგილობრივი.

სამართალს ვერ მიაღწიეთ ვერც კომპანიასთან, ვერც მთავრობასთან. გადაწყვეტილება მივიღეთ, შიმშილობას ვიწყებთ, რამდენიმე ადამიანი იკერავს პირს, რათა გადარჩეს ჩვენი სოფელი. მილიონობით მადანი გააქვთ ჩვენი კუთვნილი ნაკვეთებიდან, - მაბობს პროტესტის მონაწილე. 

173 დღიანი უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, კომპანია 'ჯორჯიან მანგანეზი" ე.წ. შავი ოქროს მოპოვების სამუშაოებს არ წყვეტს.