კასპი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა - მოსახლეობა წიაღისეულის უკონტროლო მოპოვებას აპროტესტებს

01.09.24 18:01
კასპი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა - მოსახლეობა წიაღისეულის უკონტროლო მოპოვებას აპროტესტებს

კასპი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. წინარეხის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. საქმე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას ეხება. მოქალაქეები "პირველებს" უყვებიან, რომ სახელმწიფომ წიაღისეულის მოპოვებაზე ათწლიანი ლიცენზია გასცა, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მთებმა დაშლა დაიწყო, რის გამოც სოფელში ფიქრობენ, რომ მეწყრული პროცესების განვითარების რისკია. ხალხი კირქვის მოპოვების სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებით იმუქრება.

აღნიშნული სამუშოაები დიდ საფრთხეს უქმნის მთას,რ ომელიც ნადგურდება და თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს პერიოდშ მთა აღარ იარსებებს, რაც დაგვაყენებს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. გამოწვეული იქნება ეროზიები ქარისმიერი, რაც გამორიცხავს შემდგომ მოსავლის მოყვანას. დაუყოვნებლივ იქნას შეჩერებული მიმდინარე სამუშაოები, მოხდეს შესწავლა კომპეტენტური ორგანოებისგან. ჩვენ მივმართეთ კომპეტენციის ფარგლებშ სახელმწიფო ორგანოებს სოფლის ხელმოწერებიც შევიდა, გასულია თვეზე მეტი, თუმცა დღემდე ჩვენ არ მიგვიღია არანაირი პასუხი, - ამბობს ადგილობრივი. 

კასპის მუნიციპალიტეტ სოფელ წინარეჰსა და მიმდებარე სოფლებში სასარგებლო წიაღისეულის, კერძოდ, კირქვის მოპოვებისთვის ლიცენზია ათზე მეტ კომპანიაზეა გაცემული. სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია ამბობს, რომ აღნიშნული კომპანიები "ქათულ ოცნებასთან" არიან კავშირში.