უკრაინამ რუსეთში კიდევ ერთ ელექტროსადგურზე მიიტანა იერიში

02.09.24 10:42
უკრაინამ რუსეთში კიდევ ერთ ელექტროსადგურზე მიიტანა იერიში

უკრაინამ რუსეთში კიდევ ერთ ელექტროსადგურზე მიიტანა იერიში. სტრატეგიული ობიექტი მოსკოვიდან ორი საათის სავალ გზაზე მდებარეობს. დაშავებულებზე და დაღუპულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა,  მაგრამ ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ იწვის ენერგო ობიექტი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ უკრაინული დრონებით შეტევა ქვეყნის 15 რეგიონში იგეგმებოდა, მაგრამ უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს.