პარლამენტი დღეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს - რას ამბობს ოპოზიცია

02.09.24 12:03
პარლამენტი დღეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს - რას ამბობს ოპოზიცია

პარლამენტი ამნისტიის შესახებ პროექტის განხილვას იწყებს.  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რამდენიმე წუთში იწყება. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი ჰუმანურობას არ ეფუძნება და ხელისუფლება მას წინასაარჩევნოდ პარტიული მიზნებისთვის იყენებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველმა პარტიამ არც მათი და არც პატიმრების ოჯახის წევრების შენიშვნები არ გაითვალისწინა, რომლებიც ითხოვდნენ, ამნისტია ყველა პატიმარს შეხებოდა და სასჯელი თუნდაც 1/4 შემცირებოდათ. ასევე ცნობილია, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამნისტია არ შეეხება სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებს, რადგან ამ სიაშია სააკაშვილიც.

ამნისტიას არ ახებენ უამრავ ჩენს მოქალაქეს, რომლებიც რუსული კანონის საპროტესტო აქციების გამო იხდის დღეს სასჯელს და ეხება ზონდერებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს უმოწყალოდ ურტყამდნენ და არავი დასჯილა. შესაბამისად, ეს ამნისტია არის ასევე ერთ-ერთი მცდელობა პოლიტიკურ პროცესში უპირატესობის მიღების  და ეს არის საკმაოდ უსამართლო ამნისტია, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ამნისტიას ვერ ექნება მხარდაჭერა, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია. 

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ ამნისტიის კანონპროექტი ჰუმანური მიზნებით მიიღო.  

ამნისტიის კნაონპროექტს ვიღებთ გამომდინარე იქიდან, რომ ვართ  ხელისუფლება ჰუმანური. ვიცით, რომ პატიმრები, რომელთაც შეეხებათ ამნისტია და მათი ოჯახის წევრები ამას მიიღებენ ისე, რომ ამ პატიმრების რესოციალიზაცია აუცილებლად მოხდება და რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ნაბიჯები გადადგმულია ყოველთვის იქითკენ, რომ ბალანსი იყოს დაცული. არც ისეთი მასშტაბები იყოს, რომ შემდეგ კრიმინალის რიცხვმა გაზრდა დაიწყოს და მეორეს მხრივ, პატიმრების რესოციალიზაცია იყოს. ეს არის ამნისტიის ძრითადი არსი, - ამბობს მაჭარაშვილი.  

ცნობილია, რომ პარტია "გირჩს" ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია აქვს, რომელსაც სხდმაზე წარადგენს. უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიციური პარტიის შენიშვნებს ხელისუფლება.