„ქარელში 28 წლის ბიჭს თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს” - პოლიციამ ძმები დააკავა

02.09.24 13:25
„ქარელში 28 წლის ბიჭს თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს” - პოლიციამ ძმები დააკავა

სასტიკი მკვლელობა ქარელში - პოლიციამ 56 წლის კაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახმკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს