ახმეტაში მაღაზია დააყაჩაღეს - შსს-მ 1 პირი დააკავა

08.08.21 16:58
ახმეტაში მაღაზია დააყაჩაღეს - შსს-მ 1 პირი  დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტაში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ 2005 წელს დაბადებული დ.ჭ. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, მაღაზია "იოლის" მოლარე-კონსულტანტს პნევმატური იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დ.ჭ.-მ ყაჩაღური გზით მაღაზიიდან გაიტაცა ფული, სიგარეტის კოლოფები და მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავა", - წერია შსს-ს განცხადებაში.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.