27 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობის საქმე - დანაშაულის რა დეტალები გაირკვა სასამართლოზე
ქარელში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმე - 27 წლის ნიკა ღვიანიაშვილი ბრალდებული ძმებიდან ერთმა ძირს წააქცია, სცემა, მეორე კი იჭერდა, რომ მსხვერპლს წინაღმდეგობა ვერ გაეწია. ბოლოს, ემზარ მედოშვილმა ხელები კისერზე მოუჭირა და დაახრჩო.
დანაშაულის დეტალები ცოტა ხნის წინ სასამართლო პროცესზე ითქვა. დადასტურდა ის, რასაც "პირველები" გუშინ გიყვებოდათ. საქმის ოქროს მოწმე ერთ-ერთი ბრალდებულის შვილია, რომელსაც მკვლელობა აყურებინეს.
მოსამართლემ ძმები მედოშვილები პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო კი ამ წუთებში მათთვის აღკვეთის შეფარდებაზე იწყებს მსჯელობას.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.