ირაკლი ღარიბაშვილი Pfizer-ით აიცრა

08.08.21 18:06
ირაკლი ღარიბაშვილი Pfizer-ით აიცრა

პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი Pfizer-ით აიცრა. ღარიბაშვილმა ვაქცინაცია ინფექციურ კლინიკაში ჩაიტარა.

შევიმოწმე ანტისხეული მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ მაინც  გადავწყვიტე რომ ჩამეტარებინა აცრა, რომ კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტო. მინდა მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ  ყველამ ჩავიტაროთ აცრა, ბევრი შემთხვევაა, როცა ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია ოჯახში კოვიდი. ბევრი ტრაგიკული ისტორია ვიცით, მათ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლ;ები,მეგობრები, რომელთა სიკვდილიანობა დამდგარა. ამის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი, რაც მთავრობას და მეცნიერებს შეუძლიათ შესთავაზონ პანდემიის დასამარცხებლად არის აცრა", - თქვა ღარიბაშვილმა.