ტრაგედია ინწრას ხეობაში - პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა
რამდენიმე წუთის წინ ტრაგედია დატრიალდა ინწრას ხეობაში - პოლონელი ტურისტი გოგონა ჩანჩქერში გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას წალეჯიხის ვიცე- მერი თამარ ბელქანია ავრცელებს.
რამდენიმე წუთის წინ ტრაგედია დატრიალდა ინწრას ხეობაში. პოლონელი ტურისტი გოგონა ჩანჩქერში გადავარდა. ის გარდაცვლილია. მობილიზებულია პოლიცია. დეტალებს ვაზუსტებთ“, - წერს ბელქანია.
ცხედარი უკვე ამოსვენებულია. როგორც tvpirveli.ge -ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.