მე სადაც ვიყავი, იქ ეპიდვითარება მსუბუქია - ღარიბაშვილი მის მიერ რეგულაციების დარღვევაზე

08.08.21 18:10
მე სადაც ვიყავი, იქ ეპიდვითარება მსუბუქია - ღარიბაშვილი მის მიერ რეგულაციების დარღვევაზე

პრემიერ ღარიბაშვილის მტკიცებით, გუშინ სუფრაზე ყოფნით მას კოვიდრეგულაცია არ დაურღვევია, რადგან დედოფლისწყაროში ეპიდვითარება ძალიან მსუბუქია. ღარიბაშვილის თქმით, მან ოლიმპიურ ჩემპიონს მიპატიჟებაზე უარი ვერ უთხრა.

ჩვენთვის საამაყო კაცთან, ლაშა ბექაურთან მისი მოწვევით, ვიმყოფებოდი მშობლიურ მუნიციპალიტეტში, დედოფლისწყაროში. ჩავედით სოფელში აღვნიშნეთ ხალხთან ერთად მისი ტრიუმფალური გამარჯვება. ამის შემდეგ გაიმართა რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, არ ვიცი რა კადრებით ნახეთ იქ იყო დისტანცია ჩვენ ვისხედით დისტანციის დაცვით მეტ-ნაკლებად როგორც შეგვეძლო. ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ არ წახვიდოდით? ჩვენს მუნიციპლაიტეტში ეპიდვითარება არის ძალიან მსუბუქი, სადაც მე ვიყავი, მანამდე ბევრი ადამიანი იყო გატესტილი და ყველაფერი იყო წესრიგში", - თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის მონაცემების თანახმად, კახეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 262 შემთხვევა დაფიქისრდა, რაც იმას ნიშნავს რომ ეპიდმდგომარეობა მსუბუქი არ არის.

პრემიერმინისტრმა გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე გუშინ,  სოფელ არხილოსკალოში ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა.ღარიბაშვილთან ერთად სუფრაზე  იყო ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური. 

სუფრაზე არც სოციალური დისტანცია იყო დაცულია და არც პირბადე ეკეთათ.

 

მსგავსი სიახლეები