კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

08.08.21 23:13
კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

კასპის რაიონში მომხდარ განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ბრალდებულს ბრალი 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ლ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 აგვისტოს, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.გ-ს შურისძიების მოტივით, ლ. ხ.-მ, დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. გ.გ. მიღებული დაზიანების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ლ.ხ., იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები