თავდასხმა ტრანსგენდერ ქალზე - დაკავებულია 2 პირი
საპატრულო პოლიციამ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე თბილისში ორი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.სამართალდამცველებმა ა.კ. და ა.მ. ცხელ კვალზე დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტრანსგენდერ ქალს თავს ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ რამე დაესხნენ.