ზუგდიდში 2 მოზარდი ლეღვის ნახარშით დაიწვა

09.08.21 12:08
ზუგდიდში 2 მოზარდი ლეღვის ნახარშით დაიწვა

ზუგდიდში 2 მოზარდი ლეღვის ნახარშით დაიწვა. 

 12 და 13 წლის მოზარდები მიღებული დაზიანებებით ზუგდიდიდან  თბილისში გადმოიყვანეს და ხეჩინაშვილის კლინიკაში მოათავსეს.

ექიმის თქმით, ორივე მათგანს მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული. 

ექიმები საზოგადოებას ლეღვის ნახარშით დაწვის რისკებზე წლებია, აფრთხილებენ, თუმცა ნახარშით რუჯის მიღების მცდელობა ყოველწლიურად ფიქსირდება.