უნდა ველოდოთ ოქტომბერში მე-5 ტალღას - გიორგი ჩალაძე

09.08.21 13:12
უნდა ველოდოთ  ოქტომბერში მე-5 ტალღას - გიორგი ჩალაძე

გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი,ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი  გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ ოქტომებრში საქართველოში მე-5 ტალღა დაიწყება. 

ეს არის მეოთხე ტალღა, ჩვენ უნდა ველოდოთ მეოთხე ტალღის დასრულებას აგვისტოში და უნდა ველოდოთ ოქტომბერში მეხუთე ტალღას, ეს ტალღა აუცილებლად იქნება, საავადმყოფოები გადაიტვირთება, უნდა ველოდოთ რომ  ისედაც გადაღლილი ექიმები და მედდები უფრო მეტად დაიძაბებიან და გადაიღლებიან და უნდა ველდოოთ რომ პასუხისმგებლობას დაგვაკისრებენ ცვენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს", - ამბობს ჩალაძე. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 44 პაციენტი დაიღუპა