მუქარა ვაქცინაციის კამპანიის გამო - "ციფრული სივრცე" ანტიკორუფციული პალატის ხელმძღვანელს უჩივის

09.08.21 13:37
მუქარა ვაქცინაციის კამპანიის გამო - "ციფრული სივრცე"  ანტიკორუფციული პალატის ხელმძღვანელს უჩივის

"თბილისის ციფრული სივრცის" დამფუძნებელი თამარ მიქაშავიძე საქართველოს ანტიკორუფციული პალატის ხელმძღვანელ პაატა შავაძეს უჩივის. მიქაშავიძის თქმით, შავაძე მას "ციფრულ სივრცეზე" შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის და დაწსებულებაში ფინსური პოლიციის შეყვანით ემუქრება. როგორც აღმოჩნდა  მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია გახდა.

საკითხი ეხება ჩვენ მიმართ განხორციელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებას. შავაძემ ბრალი დაგვდო ქურდობასა და ძალადობაში, ამის გარდა პაატა სავაძე თავის პირად გვერდზე აქვეყნებს ჩვენი მუზეუმის პოსტს, სადაც შეურაცხყოფას აყენებს და მოუწოდებს სხვებსაც ჩვენ წინააღმდეგ ქმედებაში.მიი აგრესია გამოწვეულია თბილისის ციფრული მუზეუმის სივრცის ვაქცინაციის კამპანიასთან დაკავშირებით, მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს", - ამბობს  თამარ მიქაშავიძე.