ღამის კლუბები ღია და დახურულ სივრცეებში კვლავ აკრძალულია, რეგულაციის აღსრულება გამკაცრდება - საბჭო

09.08.21 14:07
ღამის კლუბები  ღია და დახურულ სივრცეებში კვლავ აკრძალულია, რეგულაციის აღსრულება გამკაცრდება - საბჭო

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში კვლავ აკრძალულია. ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და სხვა.

აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00სთ-დან 00:05 სთ-მდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს.გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი ობიექტის დაილუქება“, - თქვა გიორგი ღიბრაძემ.