სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავა

09.08.21 14:15
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავეს.  შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ მოქალაქეს 102 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის სანაცვლოდ, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი მოქალაქეს ქრთამის სახით 2 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.