სრულად აცრა იცავს ადამიანს ჰოსპიტალიზაციისგან, გართულებისგან და სიკვდილისგან - ამირან გამყრელიძე

09.08.21 14:24
სრულად აცრა იცავს ადამიანს ჰოსპიტალიზაციისგან, გართულებისგან და სიკვდილისგან - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სრულად ვაქცინირებული ადამიანები კოვიდის გართულებებისგან და ლეტალობისგან დაცულები არიან. გამყრელიძის თქმით, ვაქცინირებულ პირებში დაინფიცირების მცირე  შანსი არსებობს.

აცრა იცავს ადამიანს პირველ რიგში, განსაკუთრებით სრულად აცრა, ჰოსპიტალიზაციისგან, გართულებისგან და სიკვდილისგან.აცრილს ადამიანს შეიძლება დაემართოს ინფექცია ხელმეორედ.ჩვენი კვლევით დადგენილია, რომ ერთჯერადად აცრილებში  არის 13 შემთხვევა ეს არის 0.9%, ორჯერადად აცრილებში 0.3%. ასევე შესაძლოა , სამწუხაროდ გვაქვს ერთჯერად აცრილებში ლეტალური გამოსავლით შემთხვევა, ორჯერად აცრილებში კვლევაში გვყავს ორი ადამიანი, რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული", - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

მსგავსი სიახლეები