Pfizer-ის ​მეორე დოზებზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

09.08.21 14:32
Pfizer-ის ​მეორე დოზებზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

Pfizer-ის ​მეორე დოზებზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის  მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ემატება როგორც ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, ასევე ღია სივრცეები, სადაც დარეგისტრირებულ პირებს ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ.

ეტაპობრივად ემატება ამცრელი ბრიგადები როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. კარგი იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში მოცვა. საშუალო მაჩვენებელი უკანასკნელი 3-4 დღის მანძილზე 20 ათასი იყო დღის განმავლობაში. ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად მოხერხდება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება. იხსნება კიდევ დიდი სივრცეები და 15 აგვისტოდან მეორე დოზებზეც გაიხსნება რეგისტრაცია Pfizer-ით  ვაქცინისთვის. ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები," - განცხადა გაბუნიამ.