დაპირისპირება საპატრიარქოს უნივერსიტეტში - რექტორმა თანამდებობა დატოვა

09.08.21 15:12
დაპირისპირება საპატრიარქოს უნივერსიტეტში  - რექტორმა თანამდებობა დატოვა

შორენა თეთრუაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა. ამჯერად პატრიარქის  მდივან-რეფერენტი საპატრიარქოს  უნივერსიტეტს  უპირისპირდება. უნივერსიტეტის  კანცლერმა ფილოლოგიის და ისტორიიის ფაკულტეტის გაუქმების გადაწვეტილება მიიღო. რის შემდეგაც უნივერსიტეტის რექტორმა, სერგო ვარდოსანიძემ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ვარდოსანიძე "პირველებთან" ადასტურებს,  რომ პოსტი მეუფე იაკობთან დაპირისპირების გამო დატოვა.

მე დავწერე გადადგომაზე განცხადება ვინაიდან ჩემი და პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ხედვები არ ემთხვევა ერთმანეთს უნივერსიტეტის განვითარებაზე. სანამ პატრიარქი არ განიხილავს ამ საკითხს, იქამდე საუბარს არ ვაპირებ", - ამბობს ვარდოსანიძე.

უნივერსიტეტის პროფესორი, თამარ ბელქანია ამბობს, რომ  უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში სასულიერო პირები აქტიურად ერევიან. ბელქანიას თქმით, ქართულისა და ისტორიის სასწავლო პროგრამიდან ამოღება ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს.

ამ უნივერსიტეტიდან მოითხოვეს, რომ  სასწავლო მოდულიდან ამოეღოთ ფილოლოგიის და ისტორიის მიმართულება, იგივე გააკეთეს გალში, იცით რა შედეგით დასრულდა. ქართველთა სრული გენოციდი მიმდინარეობს, ეს ხდება ოკუპაციის ფონზე, როდესაც კონტროლირებად ტერიტორიაზე დედაქალაქში მიმდინარეობს სასწავლო მოდულიდან ქართველოლოგიის, ფილოლოგიის და ისტორიის მოდულების ამოღება ეს ნიშნავს, რომ ოკუპაცია სრულდება", - ამბობს ბელქანია.