სოფო ჯაფარიძის ჯგუფი "მედგიდი" დაიბლოკა

09.08.21 15:21
სოფო ჯაფარიძის  ჯგუფი "მედგიდი" დაიბლოკა

სოფო ჯაფარიძის  ჯგუფი  "მედგიდი", რომელიც პანდემიის დროს ხალხის სამედიცინო დახმარებისთვის შეიქმნა, დაიბლოკა. ამის შესახებ ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ჯგუფი ათასობით ადამიანს ეხმარებოდა და ჯგუფის საშუალებით, პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემის ხარვეზები კარგად ჩანდა. 

გაოგნებული ვარ, გაქრა ჯგუფი მედგიდი, ეტყობა ვირაცეების ინტერესები გადავკვეთეთ. ძალიან კარგად ჩანდა ჯანდაცვის სისტემის უდიდესი ხარვეზი ჩვენ ჯგუფში. დაუსრულებელი იყო საუბარი, რომ ადამიანები ვერ უკავშირდებოდნენ ოჯახის ექიმებს, ჰოსპიტალიზაციას ვერ ახერხებდნენ, სასწრაფოს ევრ უკავშირდებიოდნენ",  - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

ჯგუფი 2020 წლის ნოემბერში გართულებული ეპიდსიტუაციის დროს შეიქმნა და კორონავირუსით ინფიცირებულებს დახმარებას უწევდა. სოფო ჯაფარიძე პაციენტებს კლინიკებში ადგილების მოძიებაშიც ეხმარებოდა.