წამება,არაადამიანური მოპყრობდა და მუქარა - 31 წლის კაცი პოლიციას ადანაშაულებს

09.08.21 17:03
წამება,არაადამიანური მოპყრობდა და მუქარა - 31 წლის კაცი პოლიციას ადანაშაულებს

წამება, არაადამიანური მოპყრობა , სექსუალური ძალადობის და გაუპატიურების მუქარა - 31 წლის მამაკაცი სამართალდამცველებს სასტიკ მოპყრობაში  ადანაშაულებს. დაზარალებული ამტკიცებს, რომ მასზე კასპის კრიმინალური პოლიციის თანაშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში ჯერ მის საცხოვრებელ სახლში შემდეგ კი  პოლიციის განყოფილებაში ძალადობდნენ.

მამაკაცი "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მან  სამართალდამცველებს მათთვის სასურველი ჩვენების მიცემაზე უარი უთხრა, რასაც მათი მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. კაცი ამბობს, რომ პოლიციელებმა წამების კადრები გადაუღეს და მისი გასაჯაროებით ემუქრებოდნენ. 

112-ში ვცადე დარეკვა, წინააღმდეგობა გავუწიე.კარებისკენ რომ გავიწიე ლევან სულაშვილმა სახეში ჩამარტყა. მერე სოსო ბერბიჭაშვილმა გამომიწია ხელები და გამიკეთა ნემსი, ნარკოტიკი. გადამიყვანეს სამზარეულოში მუხლებზე დამაყენა. თუ შენ ჩანაწერს არ მოიტან ესე გიზამო, ხან ვტიროდი, ვყვიროდი", - ამბობს 31 წლის კაცი.