საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია - ტიკარაძე

09.08.21 19:39
საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია - ტიკარაძე

ჯადნაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია.

როგორც მინისტრმა რუსთავი 2-თან საუბრისას თქვა, ჯანდაცვის  სამინისტრო საწოლფონდის მაქსიმალურ მობილიზაციას ცდილობს.

არის საწოლფონდის სერიოზული დეფიციტი. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, რომ საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზაცია იყოს. გარდა მობილიზაციისა, ჩვენ ჩვენი ყველა სსიპ-ის დახმარებით აქტიურად ვართ ჩართული პაციენტების ნაკადების მართვაში. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით, ჯერ არც ერთი პაციენტი ექიმის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია ყველა ღონისძიების გამკაცრება", - ამბობს ტიკარაძე.