ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები არჩევნებისთვის ემზადებიან

07.09.24 21:36
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები არჩევნებისთვის ემზადებიან

 

ვიდრე ცესკოს მისამართით ბრლდებები არ წყდება, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები არჩევნებისთვის ემზადებიან.  ერთ მილიონამდე ადამიანს საკუთარი არჩევანის გაკეთება სავარაუდოდ,  50 შტატის სულ რაღაც ოთხ საარჩევნო უბანზე მოუწევთ. 

თხოვნის მიუხედავად ამ დრომდე ემიგრანტებმა არ იციან, გაიხსნება თუ არა შტატებში დამატებით საარჩევნო უბნები. საკუთარი ქვეყნისგან მოშორებით სხვა კონტინენტზე გადასახლებული ადამიანები ოქტომბრის არჩევნებისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. რუსული კანონის მიღების შემდეგ, სულ უფრო მეტი ემიგრანტი გამოთქვამს სურვილს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადო, იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს და ყველამ იცოდეს, როგორ უნდა დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, როგორ გაიარონ რეგისტრაცია და როგორ დააფიქსირონ საკუთარი ხმა. ამეგრანტებმა უკვეე დაიწყეს საინფორმაციო კამპანია.

როგორ ემზადებიან არჩევნებისთვის შტატებში - ნახეთ, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტის, საბა გუჯაბიძის რეპორტაჟი.