განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

10.08.21 09:57
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის  შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის  შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსტა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. 
დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 4719 ერთეული კოლოფი „MAC“-ის, „MANCHESTER“-ის, „2005“-ის, „OSCAR“-ის და „MARLBORO“-ს, დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 20 763 ლარს
, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.