თბილისში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

10.08.21 10:09
თბილისში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს  - დაკავებულია ერთი პირი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებულმა , წარსულში ნასამართლევმა პირმა ახალგაზრდა ქალს მისსავე ბინაში ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობით დაზიანებები მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული რამდენიმე საატშ, ცხელ კვალზე დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კონფლიქტის ნიადაგზე, თავის ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს,
- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.