რეგულაცია შემოიღეს მაშინ, როდესაც უკვე ნახტომისებური ზრდა არის ინფიცირებულების - სოფო ჯაფარიძე

10.08.21 11:03
რეგულაცია შემოიღეს მაშინ, როდესაც უკვე ნახტომისებური ზრდა არის ინფიცირებულების - სოფო ჯაფარიძე

"მედგიდის" დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საგანგაშო სტატისტიკა ხარვეზებით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შედეგია. ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლება ლეტალობის დრამატული ზრდის ფონზე არაადეკვატურ რეგულაციებს იღებს.

როგორც ყოველთვის რეგულაცია შემოიღეს მაშინ, როდესაც უკვე ნახტომისებური ზრდა არის ინფიცირებულების, მაშინ როცა მოსახლეობის მხოლოდ 4% იყო ვაქცინირებული, არანაირი რეგულაცია არ არსებობდა. ის რომ დღეს ინიფიცრებულთა რაოდენობა ნახტომისებურად არის გაზრდილი და დრამატულად არის გაზრდილი ლეტალობა  არის იმის შედეგი, რომ   ვაქცინაციის პროცესი ჯერ დაიწყო ძალიან გვიან, ბევრი ხარვეზით და დღემდე სრულფასოვნად ვერ შედგა მასობრივი იმუნიზაცია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სრულიად არაადეკვატური და არათანმიმდევრული რეგულაციები", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები