მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის - ტიკარაძე

10.08.21 11:24
მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის და მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილგონიერება.

ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის, ხშირად ვიყენებ სიტყვას კეთილსინდისიერებას და კეთილგონიერებას, რომელიც არცერთ წიგნში არ წერია და არანაირი ჯარიმით მისი მოპოვება არ შეიძლება. მე ძალიან ვთხოვ მოსახლეობას გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ვთხოვ რომ გამოიჩინონ კეთილგონიერება და კეთილსინდისიერება პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ ეს ყველაფერი აისახება შემდეგ საზოგადოების და სახელმწიფოს დადებით დინამიკაში", - თქვა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები