მოქალაქე, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძეს მონა ეძახა, 1 000 ლარით დააჯარიმეს

09.09.24 16:51
მოქალაქე, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძეს მონა ეძახა, 1 000 ლარით დააჯარიმეს

მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძე, რომელმაც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს "მონა" ეძახა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 000 ლარით დააჯარიმა. 

შეგახსნებეთ, რომ ფაქტი 28 მაისს მოხდა. კერძოდ, პარლამენტის შენობის დატოვების დროს ვიქტორ ჯაფარიძეს მოქალაქემ მონა ეძახა, პროტესტი ჟესტით გამოხატა, რა დროსაც პარლამენტის წევრი მანქანიდან გადმოვიდა, იქვე მდებარე მაღაზიიდან ფორთოხლები დაიტაცა და მოქალაქეს ქუჩაში გაეკიდა.

გამოძიება ალექსანდრე სამხარაძეს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას.