ჯაფარიძემ აქტივისტს საბედისწერო ფორთოხალი ააცილა
კაცი, რომელმაც რუსული კანონის მხარადაჭერ ვიქტორ ჯაფარძეს მოღალატე და მონა ეძახა ლექსო სამხარაძეა. ის "პირველებთან" ამბობს, რომ რუსული კანონის ხელმომწერ დეპუტატს შემთხვევით იმ დროს შეხვდა, როდესაც თავად პარლამენტან აქციაზე მიდიოდა, დეპუატტი კი ამ დროს სპეცრაზმის კორდონით პარლამენტს ტოვებდნენ.
ახალგაზრდა იხსენებს რომ დეპუტატი წყობიდან სიტყვა მონის დაძახებამ გამოიყვანა, რასაც ჯერ გინება, შემდგ კი ფორთოხლის დატაცება და სირბილით დევნის ოპერაცი მოჰყა.
სამხარაძე ამბობს, რომ სირბილის მიუხედავად ჯაფარიძემ სამხარაძეს ფორთოხალი ააცილა.
ის მანქანა, საიდანაც ვიქტორ ჯაფარიძე გადმოვიდა, უკან კიდევ ერთი პრორუსი დეპუტატი იჯდა. იმან ჩამოწია ფანჯარა და დაიწყო დედის გინება და ამანაც გააღო თუ არა კარი, ეგრევე შემაგინა და ამ გინებაზე მეც გინებით ვუპასუხე. მერე მომსდევდა და კონფლიქტში უნდოდა შემოსვლა. მერე რომ ვერიდებოდი, აიღო ფორთოხალიდ ა ფორთოხალი მესროლა. დეპუტატი ასე არ უნდა იქცეოდეს, რადგან სამარცხვინო არის. ფორთოხალი ამაცილა, ეგეც არ გამოუვიოდა". - განაცხადა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის შენობის დატოვების დროს ვიქტორ ჯაფარიძეს ერთ- ერთმა მოქალაქემ მონა ეძახა, პროტესტი ჟესტით გამოხატა, რა დროსაც პარლამენტის წევრი მანქანიდან გადმოვიდა, იქვე მდებარე მაღაზიიდან ფორთოხლები დაიტაცა, რომლითაც მოქალაქეს ქუჩაში გაეკიდა.
მას შემდეგ რაც ეს ვიდეო, სოციალურ ქსელში გავრცელდა, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, მაღაზიაში დატაცებული ფორთოხლის საფასურის გადასახდელად მივიდა! აი მეორე სერია აქ დაიწყო, მაღაზიის გამყიდველმა ის სამშობლოს ღალატში დაადანაშუალა. მისი მოგებული ტენდერები და ბიუჯეტიდან მიღებული მილიონები შეახსენა.
ასევე ნახეთ: